fbpx
საზოგადოება

მატიში ტრაგიკულად დაღუპული ტყუპი გოგონების ოჯახის სულგრძელობა

ფილიპოპულოების ოჯახი აცხადებს, რომ 9 წლის ტყუპებს, სოფიასა და ვასილიკის, ასევე მათ ბებია-ბაბუას, რომლებიც მატის ხანძარს ემსხვერპლნენ, პარასკევს დაკრძალავენ. როგორც ცნობილია, ბებია-ბაბუა და შვილიშვილები ერთმანეთს ჩახუტებულები იპოვეს.

მიუხედავად უმძიმესი წუთებისა და იმ დანაკარგისა, რომელსაც ოჯახი განიცდის, ისინი უარს ამბობენ მიიღონ რაიმე სახის დახმარება ან თუნდაც ყვავილები ბავშვების დაკრძალვაზე, არამედ ყველას სთხოვენ, ნებისმიერი რაოდენობის თანხა გადარიცხონ ორგანიზაციაში “ბავშვის ღიმილი”.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყუპებს პარასკევს 15:00 საათზე, კალითეის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

onalem

ტესტ