fbpx
საზოგადოება

10 ვარსკვლავი, რომლებზეც ვერასოდეს იფიქრებდით, რომ ბერძნული ფესვები აქვთ

არიან ვარსკვლავები, რომელთაც აქვთ ბერძნული სახელები და საუბრობენ ბერძნულად. თუმცა, არიან ცნობილი ადამიანები, რომელთა ბერძნული წარმომავლობა ნამდვილად გაგაოცებთ.

1. ჰენკ აზარია

ჰენკ აზარიას, ცნობილი ტელეშოუებისა და ანიმაციების შემქმნელს, ბებია-ბაბუა ბერძნები ჰყავდა. მისი წარმატებული ნამუშევარია ”სიმპსონები”.

2. ბეტი უაითი

ამერიკელებისთვის უსაყვარლესი მსახიობი, 90 წელს გადაცილებული ბეტი უაითი, ბერნული წარმომავლობისაა.

3. ენჯი ჰარმონი

ენჯი ჰარმონი, ცნობილი მოდელი და ტელესერიალების მსახიობი, ნახევრად ბერძენია.

4. კელი კლარკსონი

კელი კლარკსონი ამერიკული სატელევიზიო შოუს გამარჯვებულია, რომელმაც საკუთარი კარიერა სამუსიკო სფეროში გააგრძელა. ის არის მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი. მასაც ბერძნული ფესვები აქვს.

5. ტინა ფეი

ტინა ფეი ცნობილი კომიკოსი და მსახიობი. ის დედით ბერძენია და მისი ნამდვილი სახელია ელიზაბეთ სტამატინა ფეი.

6. ტომი ლი

ტომი ლი ცნობილი ჯგუფის ”Motley Crue”-ს დრამერია. ის ბერძენია და ქალაქ ათენში დაიბადა.

7. კრის ენჯელი

ამერიკაში მოღვაწე ცნობილი და წარმატებული ბერძნული წარმომავლობის ილუზიონისტი. მან კოლეჯში სწავლას მაგიის სფეროში მუშაობა ამჯობინა და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ილუზიონისტია.

8. ჯენიფერ ენისტონი

თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ყველამ იცის, რომ ჯენი ბერძენია, თუმცა ეს ფაქტი, დღემდე ბევრისთვისაა სიურპრიზი. ის ცნობილი საპნის ოპერების მსახიობის, ბერძენ-ამერიკელი ქალბატონის, ტელი (არისტოტელის) სავალასის შვილია.

9. რიტა ვილსონი

უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს იმის შესახებ, რომ რიტა ბერძნული წარმომავლობისაა. გამომდინარე იქიდან, რომ ის თავის მეუღლესთან, ტომ ჰენკსთან ერთად, ხშირად სტუმრობს საბერძნეთს.

10. ელია კაზანი და მისი შვილიშვილი ზოი კაზანი

ელია კაზანი ამერიკაში მოღვაწე ცნობილი რეჟისორი იყო, რომელიც სტამბოლში დაიბადა და ბერძნული ფესვები ჰქონდა. მისი შვილიშვილი კი, ზოი კაზანი, ამჟამად მსახიობი, სცენარისტი და დრამატურგია.

onalem

ტესტ