fbpx
საბერძნეთი

ამინდის სერიოზული გაუარესება და ძლიერი ქარიშხალი ხვალიდან – ნახეთ დეტალები

მეტეოროლოგ საკის არნაუტოღლუს საგანგებო ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ამინდის სერიოზული გაუარესებაა მოსალოდნელი. ნავარაუდევია კვლავ ნალექი და ამავე დროს, ძლიერი ქარი.

ხვალ ღამემდე ქვეყნის უმეტეს რეგიონებში მშვიდი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა, გვიან ღამიდან დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით გაძლიერდება ქარი და მოსალოდნელია წვიმა. არნაუტოღლუ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ფენომენი საკმაოდ ძლიერი იქნება და დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში ტემპერატურა შესაძლოა -3 გრადუსამდეც კი დაეცეს. წვიმიანი ამინდი პარასკევამდე გასტანს და ფენომენი დასავლეთიდან ნელ-ნელა აღმოსავლეთით გადაინაცვლებს. ქვეყნის უმეტეს რაიონებში იქროლებს ქარი, რომლის ძალაც 7-8 ბალი იქნება.

ფენომენი პარასკევს საღამოს საათებიდან დაიწყებს შესუსტებას, თუმცა, დასავლეთით ნალექი ორშაბათამდეა ნავარაუდევი.

ათენში ხვალ ცვალებადი მოღრუბლულობა, ხოლო პარასკევს წვიმა გველის.

 

onalem

ტესტ