fbpx
ჯანმრთელობა

“ვშიშობთ, რომ კორონავირუსი საბერძნეთში მასშტაბურად გავრცელდება” – სოტირის ციოდრასი

ბერძენი პროფესორი, სოტირის ციოდრასი, კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს, რომ ნუ ჩავარდებიან პანიკაში, რადგან არსებობს შანსი, რომ ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდეს.

ტელეკომპანია SKAI-ს საშუალებით ის აცხადებს, რომ პანიკა ძალიან ცუდი მრჩეველია მაშინ, როცა საქმე კრიზისულ პერიოდს ეხება.

ვინაიდან ვირუსი იტალიაში ასე სწრაფად გავრცელდა, არსებობს შანსი, რომ საბერძნეთშიც გაიზარდოს დაინფიცირებულთა როდენობა. მიუხედავად ამისა, ციოდრასი განმარტავს, რომ ვირუსის გადატანა ჯანმრთელ ადამიანს ჩვეულებრივად შეუძლია და მთავარია, რომ ის მოწყვლად ჯგუფებზე არ გავრცელდეს.

ინფექციურ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს ადამიანებზე ქრონიკული დაავადებებით, დიაბეტით, რესპირატორული პრობლემებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით. სწორედ ისინი არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ, დაინფიცირების შემთხვევაში.

ციოდრასი მოსახლეობას მიმართავს, პანიკაში ნუ ჩავარდებიან და ძალიან ხშირად დაიბანონ ხელები, მოერიდონ ცხვირ-პირთან შეხებას და თავი შორს დაიჭირონ მათგან, ვინც ახველებს და აცემინებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ოფიციალური შემთხვევაა.

onalem

ტესტ