fbpx
ჯანმრთელობა

ივლისიდან ახალი კანონი საბერძნეთში: ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება პირადი ექიმი აირჩიოს

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სავარაუდოდ, ივლისის თვიდან ძალაში შევა ახალი კანონი, რომელიც მოქალაქეებს, ფაქტობრივად, დააკისრებს ვალდებულებას, რომ აირჩიონ პირადი, ოჯახის ექიმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოემსახურებათ.

ექიმის არჩევა უფასო იქნება და არ იარსებებს გეოგრაფიული შეზღუდვები, ასევე შესაძლებელი იქნება მისი შეცვლა ნებისმიერ დროს.

შესაბამისი კანონპროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გამარტივებას და მომსახურების დონის გაუმჯობესებას. თითოეულ ოჯახის ექიმს ექნება თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის ელექტრონული ისტორია, უზრუნველყოფს ანალიზების გაკეთებას, სკრინინგსა და მედიკამენტების დანიშვნას. ეს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ საჯარო საავადმყოფოებს არ მიმართონ.

ადამიანები, რომლებიც არ აირჩევენ პირად ექიმს საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, “დაისჯებიან” სხვადასხვა შეზღუდვებით, მაგალითად: არ შეეძლებათ, რომ დანიშნონ ვიზიტი მოკლე დროში საავადმყოფოებში, არ ექნებათ ეს პრივილეგია, ასევე გადაიხდიან გაცილებით დიდი რაოდენობის თანხას სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებსა და მედიკამენტების შეძენისას, ანუ სახელმწიფო საფასურის მცირე ნაწილს დაფარავს.

onalem

ტესტ