fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა – მოსახლეობას გადასახადები უმცირდება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ეთერით გამოვიდა და მოსახლეობას იმ ზომების შესახებ აუწყა, რომლებიც მთავრობამ გადასახადების შემცირებისთვის შეიმუშავა.

კერძოდ, მიცოტაკიმ ხაზი გაუსვა, რომ თითოეულ მოიჯარესა და მეიჯარეს, რომელმაც დეკემბრის თვიდან მაისამდე რაიმე დამატებითი გადასახადი გადაიხადა, სახელმწიფო საკუთარ ანგარიშებზე დაუბრუნებს ამ თანხის 60%. საგანგებო კომპენსაციის ლიმიტი იქნება 600 ევრო და განსაზღვრული იქნება მათთვის, ვისი წლიური შემოსავალიც 45.000 ევრომდეა.

მაისისა და ივნისის თვეში სახელმწიფო დაფარავს ელექტრო ენერგიის გადასახადის მნიშვნელოვან ნაწილს, იგულისხმება, რომ 300კვტ/სთ-ზე მეტის მოხმარების შემთხვევაში სახელმწიფო დაფარავს მოსული გადასახადის 50%-ს.

საბერძნეთის მთავრობა ივლისიდან აამოქმედებს სისტემას, რომლის საშუალებითაც საბერძნეთის მოსახლეობა არ იქნება დამოკიდებული ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე და ქვეყანაში ბუნებრივი აირის გაძვირება ავტომატურად არ გამოიწვევს ელექტრო ენერგიის ფასების ზრდას, ანუ ამ ორ ენერგიას შორის პირდაპირი კავშირი და დამოკიდებულება გაწყდება. ეს სქემა მინიმუმ 1 წლის მანძილზე იმოქმედებს.

onalem

ტესტ