fbpx
საბერძნეთი

ათენში მეტროს 1-ლი ხაზი, ე.წ. “ილეკტრიკო”, განახლდება – LED განათება, ახალი იატაკი და მონიტორები ვაგონებში

ბერძნული მედია საჯარო ტრანსპორტის მომხმარებელთათვის სასიამოვნო სიახლის შესახებ იუწყება. როგორც ირკვევა, მეტროს 1-ლი ხაზი უახლოეს მომავალში განახლდება და მოხდება მისი მოდერნიზება.

საუბარია ე.წ. “ილეკტრიკოზე”, რომელიც ამჟამად საკმაოდ დაძველებული მატარებლებით მოძრაობს და ვაგონები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აქვს, სხვა ხაზებთან შედარებით.

ΣΤΑΣΥ-ს მიხედვით, ვაგონებში შეიცვლება ფანჯრები, სავარძლები, დაიგება ახალი იატაკი, ამას გარდა, იგეგმება, რომ დამონტაჟდეს საინფორმაციო მონიტორები და LED განათება.

საერთო ჯამში 14 მატარებელი განახლდება და მეტროს 1-ელ ხაზს სულ სხვაგვარ იერსახეს მისცემს, ფაქტობრივად, დაემსვასება მე-2 და მე-3 ხაზს, რომლებიც გაცილებით ახლებურია. აღნიშნული პროექტისთვის სულ 70 მილიონი ევროა გამოყოფილი და ეტაპობრივად განხორციელდება, რათა მატარებლების გადაადგილება არ შეიზღუდოს და მგზავრებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

onalem

ტესტ