fbpx
საბერძნეთი

“სწორ გზას აცდენილები ვართ, საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო დაღლილია და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს” – პროფესორი, ანასტასია კოტანიდუ

“საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო დაღლილია და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. დიდი ხანია მათ დაკარგეს თავიანთი ტემპი და იდეების წრეზე დადიან,” ასე აფასებს რეანიმაციული განყოფილების დირექტორი, პროფესორი, ანასტასია კოტანიდუ საბერძნეთში ამჟამად არსებულ მდგომარეობას.

კოტანიდუმ აღიარა, რომ ექსპერტთა გადაწყვეტილებები, რომლებსაც ბოლო დროს იღებენ, არასწორია.

“ექსპერტები იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს და შემდეგ ეს გადაწყვეტილებები არასწორად გადაეცემა თავად ხალხს. თავდაპირველად სწორი გეზი გვქონდა აღებული, თუმცა, სადღაც შუაში ავცდით ამ სწორ გზას და ამ დროისთვის ვეღარ ვპოულობთ. არის გარკვეული მცდელობები, მაგრამ არ ვიცი, რა შედეგები ექნება ამ ზომებს. 

ჩემი შთაბეჭდილება ის არის, რომ ექსპერტთა საბჭოს წევრები ძალიან არიან და ვინაიდან არის ბევრი იდეა და მრავალი დისკუსია, ამ ყველაფერს, საბოლოოდ, არასწორ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ. 

ძალიან სამწუხაროა ფაქტი, რომ სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი უარს აცხადებს ვაქცინის გაკეთებაზე, რაც მდგომარეობას ნამდვილად არ გააუმჯობესებს,” განაცხადა კოტანიდუმ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პნევმოლოგიის პროფესორი, ნიკოს ძანაკისი ამბობს, რომ თუკი შეზღუდვები არ მოიხსნება, სულ მალე სხვა სახის, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება.

 

onalem

ტესტ