fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მასწავლებელი დააპატიმრეს, რადგან გაკვეთილზე პირბადე არ ეკეთა

მასწავლებელი ქალი კუნძულ ლესვოსზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კოლეგებისგან შევიდა საჩივარი, რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს პირბადეს არ ატარებდა.

ირკვევა, რომ მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარი მიტილინის საშუალო სკოლის დირექტორის მიერ იქნა შეტანილი, სადაც ის მუშაობს. ქალი პირბადეს არ ატარებდა არც საკლასო ოთახში და არც ზოგადად, სკოლის ტერიტორიაზე. აღნიშნულს ადასტურებენ როგორც ამ სკოლის თანამშრომლები, ასეე სხვა სკოლაში მომუშავე მასწავლებლები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის პროკურორის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, ბრალად პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული კანონის დარღვევა ედება.

onalem

ტესტ