fbpx
საბერძნეთი

ცვლილება საბერძნეთში: ტესტის გაკეთების ვალდებულება ყველას, როგორც აუცრელებს, ასევე აცრილებს – სად?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ამოქმედდა ახალი ზომა, რომელიც ეხება ყველას, როგორც აუცრელებს, ასევე აცრილებს.

მინისტერიალის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საბერძნეთში თითოეულმა ადამიანმა, რომელიც აპირებს, რომ მივიდეს საავადმყოფოში, კლინიკაში, სტომატოლოგთან, სარეაბილიტაციო ცენტრში, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სწრაფი ტესტი, ვიზიტამდე 48 საათით ადრე. განურჩევლად იმისა, აცრილია თუ არა კორონავირუსზე.

ჯანდაცვის მინისტრი ამატებს, რომ ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა საჭიროა იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც პაციენტებს ყველა ამ დაწესებულებაში გაჰყვებიან და არ არიან ვაქცინირებულნი.

ამრიგად, თუ თქვენი ოჯახის წევრს ან მეგობარს ექიმთან გაჰყვებით, თქვენთვისაც სავალდებულოა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან Rapid Test-ის უარყოფითი პასუხი.

გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც პაციენტი საავადმყოფოში მიდის გამოკვლევის ან თერაპიის ჩასატარებლად, რომელსაც არ სჭირდება ისეთი სახის კონტაქტში შესვლა, რის შედეგადაც ვირუსი შეიძლება მარტივად გავრცელდეს.

მაგალითისთვის: სტომატოლოგთან ვიზიტის დროს აუცილებელია ტესტის ჩატარება, ხოლო თუ პათოლოგთან მხოლოდ თქვენი მდგომარეობის გასაცნობად მიბრძანდებით, ტესტი საჭირო არ იქნება.

*ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში, ვიზიტის დანიშვნის დროს, აუცილებლად უნდა დააზუსტოთ თქვენს ექიმთან, გჭირდებათ თუ არა რომ წარმოადგინოთ Rapid Test-ის უარყოფითი პასუხი, ვინაიდან ვიზიტის მიზეზები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.

onalem

ტესტ