fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ტემპერატურა იმატებს, თუმცა, კვირის ბოლოს კვლავ თოვლი და წვიმა გველის

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან თითქმის მთელი საბერძენთის მასშტაბით მოსალოდნელია ამინდის გაუმჯობესება, რომელსაც თან ახლდება მხოლოდ მცირე ღრუბლიანობა.

დილისა და ღამის საათებში შედარებით ეციება, მაგრამ შუადღეს ტემპერატურა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე გასული ორი დღის მანძილზე.

ატიკის რეგიონში ჰაერი 14 გრადუსამდე გათბება, ხოლო თესალონიკში მოსალოდნელია 13 გრადუსი.

მიუხედავად ამინდის გაუმჯობესებისა, როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ეს ყველაფერი დიდხანს არ გასტანს და კვირიდან კვლავ ნალექია მოსალოდნელი. პროგნოზის მიხედვით, კვირას ნავარაუდევია უხვი თოვლიც კი ჩრდილოეთ საბერძნეთში.

onalem

ტესტ