fbpx
საბერძნეთი

“ის რასაც ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ, სისხლით იქნა მოპოვებული” – ბერძნები 17 ნოემბრის გმირებს პატივს აგებენ

დღეს 17 ნოემბერია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე საბერძნეთის ისტორიაში – 50 წლის წინ “პოლიტეხნიოს” სტუდენტებმა ბერძენი ერის მასობრივი პოზიცია გამოავლინეს და დიქტატურის წინააღმდეგ გაიბრძოლეს, რასაც მოჰყვა სისხლისღვრა, სისხლი დაიღვარა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

50 წელია, რაც ბერძნები ყოველი წლის 17 ნოემბერს მიდიან უნივერსიტეტთან და პატივს მიაგებენ ადამიანებს, რომელთა დამსახურებითაც დღევანდელ პირობებში ცხოვრობენ. დღესაც თავი მოიყარა უამრავმა ადამიანმა, დიდმა თუ პატარამ, ცხადია, ადგილზე მივიდნენ პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები.

განათლების მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკიმ თქვა არაჩვეულებრივი სიტყვები: “ის, რასაც დღეს ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ, სისხლით იქნა მოპოვებული.” 

შეგახსენებთ, რომ დღეს ათენის ცენტრალურ გამზირებზე საჯარო ტრანსპორტი არ მოძრაობს, 14:00 საათიდან დაიკეტება 4 მეტროსადგური: “სინდაღმა”, “მონასტირაკი”, “მეღარო მუსიკის”, “პანეპისტიმიო”.

onalem

ტესტ