fbpx
კრიმინალი

პატისია: მანიაკმა, რომელიც მთელ სახეზე ნიღაბს ატარებს, სუპერმარკეტის თანამშრომელი დანით დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატისიაზე მოხდა. უცნობმა პირმა, რომელსაც როგორც ირკვევა, მანიაკს უწოდებენ, დანით დაჭრა ქუჩაში მიმავალი ქალი, კონკრეტული მოტივის გარეშე.

სუპერმარკეტის თანამშრომელმა დილით, 08:15 საათზე, თავისი შვილი სკოლაში დატოვა და სამსახურისკენ გაემართა, რა დროსაც ნიღბიანი მამაკაცი აედევნა. როცა ქალმა იგრძნო, რომ ვიღაც მასთან ძალიან ახლოს გადაადგილდებოდა, შემოტრიალდა. სწორედ ამ დროს ნიღბიანმა დანა მოიმარჯვა და მისი ყელში დაჭრა სცადა. ქალბატონმა თავდაცვის მიზნით ხელი აიფარა და ჭრილობა სწორედ ხელზე მიაყენა.

პანიკაში ჩავარდნილი მსხვერპლი სწრაფად გაიქცა სამსახურისკენ და თავი სუპერმარკეტს შეაფარა. მან ინციდენტის შესახებ პატისიონის განყოფილებაში მოგვიანებით განაცხადა და პოლიციამ უთხრა, რომ ზუსტად იგივენაირი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ოფიცრები ცდილობენ შენიღბული მანიაკის ვინაობა და ადგილსამყოფელი დაადგინონ.

onalem

ტესტ