fbpx
საზოგადოება

“ჩემს შვილიშვილებს არც კი ვიცნობდი, შვილი 2011 წლის შემდეგ არ მინახავს” – სახლში დამწვარი ქალის მამა

თესალონიკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 32 წლის ქალის მამა საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი მეუღლესთან დაშორებულია და შვილებთან ურთიერთობა წლების მანძილზე არ ჰქონდა. ამბის კიდევ ერთი ტრაგიკული მხარე ის არის, რომ მამაკაცი ახლა გლოვობს შვილიშვილებს, რომლებიც არც კი გაუცვნია.

“შვილები 2011 წლიდან არ მინახავს, შვილიშვილები კი, სამწუხაროდ, არც კი გამიცვნია. კარდიოლოგიური პრობლემები მაქვს, დამამშვიდებელი დავლიე, რომ აქამდე მოვსულიყავი. ჩემი შვილი მე გავზარდე, მე ვასწავლე. შეძრული ვარ,” აცხადებს მამაკაცი.

როგორც უკვე ცნობილია, გარდაცვლილი ბავშვები 8 და 11 წლის იყვნენ.

onalem

ტესტ