fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: სახლში შესულ მძარცველს პატრონი იქ დახვდა და გასაქცევად მე-3 სართულიდან გადახტა

სცენას, რომელიც გასულ სამშაბათს ლამიაში მცხოვრებმა ქალბატონმა იხილა, ნამდვილად შეიძლება კინემატოგრაფიული ეწოდოს.

კერძოდ, როგორც ირკვევა, 30 წლის მძარცველი ლამიაში, ესლინის ქუჩაზე მდებარე ბინაში შევიდა, თუმცა, მანამდე ზარი დარეკა, რათა დარწმუნებულიყო, რომ შიგნით არავინ იყო. სახლის პატრონი ქალი ამ დროს აივანზე ყვავილებს რწყავდა, რის გამოც ზარის ხმა ვერ გაიგო და მძარცველმაც ჩათვალა, რომ იქაურობა ცარიელი იყო.

როგორც კი 30 წლის მამაკაცი საკეტის გატეხვას შეუდგა, ქალი მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა და პოლიციაში დარეკა. ადგილზე რამდენიმე წუთში გაჩნდა საბერძნეთის პოლიცია და მძარცველი მე-3 სართულზე ჩაიკეტა. მიუხედავად ამისა, არც აცია, არც აცხელა, შუშები გაამტვრია და ფანჯრიდან, დიდი სიმაღლიდან გადახტა.

საბოლოოდ, პოლიციამ მისი აყვანა შეძლო და როგორც ირკვევა, ხელზე აქვს მიღებული მსუბუქი დაზიანებები, რის გამოც, პირველადი დახმარებისთვის, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დადგინდა, რომ ის არის ბოშური წარმომავლობის მამაკაცი, რომელიც სოფადესში ცხოვრობს და “საქმეების” შესასრულებლად მეზობელ ფთიოტიდაში გადავიდა, თუმცა, ლამიას პოლიციის განყოფილებაში, ბორკილებდადებული აღმოჩნდა.

 

onalem

ტესტ