fbpx
საბერძნეთი

მეხანძრეებმა გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს – სად არის ყველაზე რთული ვითარება ამ მომენტში?!

სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ილიასში მძვინვარე ხანძართან დაახლოებით 55 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გამოძიება, უკავშირდება მისი სიკვდილი ხანძარს, თუ დაიღუპა ის რაიმე სხვა მიზეზით.

როგორც ცნობილი გახდა, ამ ეტაპისთვის ყველაზე რთული ვითარება სწორედ ილიასში, ფიგალიას ტერიტორიაზე ფიქსირდება, რომელიც მესინიას მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარეობს.

ადგილზე მუშაობს 11 მანქანა, 29 მაშველი, ერთი თვითმფრინავი და მოხალისეთა გუნდი.

რაც შეეხება მამაკაცის გარდაცვალებას, ადგილობრივი მედიის საშუალებით ვრცელდება ვარაუდი, რომ მას ამ ტერიტორიაზე ჰყავდა ცხენები და როდესაც ცეცხლი იქაურობას მიუახლოვდა, ცხოველები პანიკაში ჩაცვივდნენ და შესაძლოა, გაქცევისას მამაკაცი გათელეს.

თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ ვარაუდია და გამოძიების საფუძველზე დეტალები მოგვიანებით დადგინდება.

კორინთიაში ამჟამად შედარებით კარგი სურათია, თუმცა, მეხანძრეები შიშობენ, რომ ვითარება ისევ გართულდება, ვინაიდან შუადღიდან ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

ილიასში დასახლებულ პუნქტებს საფრტხე არ ემუქრებათ.

onalem

ტესტ