fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში – დამწვარია სახლები, ევაკუირებულია 3.000 ადამიანი, რომელთაც იქიდან წამოსვლა არ უნდოდათ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კორინთიაში ძლიერი ხანძრის ფონზე ურთულესი მდგომარეობაა. როგორც კორინთოს მერი, ვასილის ნანოპულოსი აცხადებს, ზარალი ძალიან დიდია. ცეცხლი გაჩნდა გუშინ საღამოს კეხრიეს ტერიტორიაზე და შემდეგ გავრცელდა აგიოს იოანის და ხილიომოდისკენ.

დამწვარია მოსავალი, ზეთისხილის ხეების ძალიან დიდი რაოდენობა. გარდა ამისა, განადგურებულია დაახლოებით 10 სახლი და მოსახლეობა ევაკუირებულია ათიკია ტერიტორიაზე. დიდი საფრთხე ემუქრებოდა ხალხს, რომელიც სასტიკ უარს აცხადებდა ცეცხლმოკიდებული სახლების დატოვებაზეც კი.

მისივე განცხადებით, ხანძარი მძვინვარებს დაახლოებით 12 კილომეტრზე და 6 ბალიანი ქარი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.

ირკვევა, რომ ევაკუირებულია დაახლოებით 3.000 ადამიანი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ათიკიასა და ალამანოში.

ცეცხლს ებრძვის 236 მეხანძრე-მაშველი, 53 მანქანით, ასევე, მოხალისეთა 15 ჯგუფი და 6 ვერტმფრენი და 4 თვითმფრინავი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის უფროსი, სტეფანოს კოლოკურისიც.

onalem

ტესტ