fbpx
საბერძნეთი

“სუპერმარკეტები უნდა გაიხსნას 06:30 საათზე, მხოლოდ მოხუცებისთვის” – ახალი იდეა საბერძნეთში

პროფესორი და საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს წევრი, ათინა ლინუ მთავრობას ახალ იდეას სთავაზობს.

კერძოდ, იდეა ეხება სუპერმარკეტების მუშაობის საკითხს, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ მოხუცებისთვის. მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ ამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოიყოს კონკრეტული საათები, დილის 06:30 საათიდან 08:30 საათამდე.

ლინუ განმარტავს, რომ მოხუცები ძირითადად ძალიან ადრე იღვიძებენ, აქედან გამომდინარე მათთვის ბევრად უსაფრთხო იქნება დილის საათებში წავიდნენ სავაჭროდ, როდესაც ახალგაზრდები სუპერმარკეტებში არ იქნებიან.

“ვფიქრობ, რომ უამინდობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას უახლოეს დღეებში, ვინაიდან კლიმატურმა ფენომენმა გადაადგილება საგრძნობლად შეზღუდა. 

ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუკი მასობრივი ტესტები ჩატარდება ისეთ ადგილებში, სადაც არის მეტროსადგურები, ვატობუსის გაჩერებები და ა.შ. ამას გარდა, მოსახლეობამ უნდა დაიწყოს ორმაგი პირბადის გამოყენება, ამისთვის არ არის აუცილებელი კანონის არსებობა. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ ეს ჩვენით.

რაც შეეხებათ მოხუცებს, იდეალური იქნება თუკი სუპერმარკეტები 06:30 საათზე გაიხსნება სპეციალურად მათთვის, რათა დილის საათებში ივაჭრონ და არ მოხვდნენ გადატვირთულობაში, ახალგაზრდებთან ერთად,” ამბობს ლინუ.

onalem

ტესტ