fbpx
საზოგადოება

“ჩემს შვილს 150-ჯერ ვკითხე, ვისთან ერთად უნდოდა ცხოვრება და მამასთან ყოფნა აირჩია” – მარია სოლომუ

მარია სოლომუმ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ვაჟი, 15 წლის ალექსანდრო, მამასთან და მის მეორე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მსახიობი ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ თავად ბავშვის არჩევანის შემდეგ მოხდა დიდი ცვლილება მათ ცხოვრებაში.

“მარიოს ყოველთვის ვეუბნებოდი ხუმრობით და თან სერიოზულად, რომ როდესაც მოზარდობის ასაკში შევიდოდა, მასთან გავგზავნიდი. ეს იყო ურთულესი გადაწყვეტილება.

არ ვიცი რამდენად გავაკეთებდი ამას, მარიოს რომ მეორე ოჯახი არ ჰქონოდა შექმნილი. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე. 8,9 და 10 წლის ასაკში ალექსანდრო გრძნობდა, რომ მისი მამა თავის ორ სხვა შვილთან ერთად ცხოვრობდა და თავად არ იყო მათთან ერთად. 

რა თქმა უნდა, თავად მას ვკითხე, ალბათ, 150-ჯერ მაინც, უნდოდა თუ არა მამასთან წასვლა და მითხრა, რომ მისი არჩევანი სწორედ ეს იყო. 

მიუხედავად ყველაფრისა, არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთ მშობელს დავაკისროთ ბავშვზე ზრუნვის საკითხი. ეს არის ერთობლივი მეურვეობა და ერთნაირად მნიშვნელოვანი როგორც დედის, ასევე მამისთვის,” ამბობს სოლომუ.

სოლომუ ყოფილ მეუღლესთან, მარიო ათანასიუსთან ერთად.

onalem

ტესტ