fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 24 წლის გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე, როიალზე დაკვრისას გაითიშა და გარდაიცვალა

უჩვეულო შემთხვევა კუნძულ როდოსზე მოხდა, სადაც 4 წლის გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. კერძოდ, ის თავის მეგობრებთან ერთად სასტუმროში იყო, ღენადის ტერიტორიაზე. უნდოდა, რომ მათთან ერთად აღენიშნა როგორც დაბადების დღე, ასევე, დიპლომის აღება, თუმცა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა გოგონა საკუთარ წვეულებაზე დროს არაჩვეულებრივად ატარებდა, შემდეგ როიალთან მივიდა, რომ დაეკრა, რამდენიმე წუთში კი, გაითიშა და გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულმა სამედიცინო ბრიგადამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, თუმცა, სამწუხაროდ, უკვე გვიან იყო.

ვერც ოჯახი და ვერც მეგობრები ვერ ხვდებიან, თუ რასთან აქვთ საქმე, ვინაიდან გოგონას აქამდე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აწუხებდა.

ცხადია, დაგეგმილია ექსპერტიზა, რათა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდეს.

onalem

ტესტ