fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დღეიდან ძლიერი ქარი და ხანძრის განსაკუთრებით მაღალი რისკები საბერძნეთში – გაფრთხილება მოსახლეობას

როგორც გუშინ კრიზისული სიტუაციების მართვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა განაცხადა, მიმდინარე კვირა საბერძნეთში საკმაოდ რთული იქნება და მოსალოდნელია ხანძრის გაჩენის მაღალი რისკები, ვინაიდან ქარის ძალა 8-9 ბალსაც კი მიაღწევს, ზოგიერთ ტერიტორიაზე.

ძლიერი ქარი ამ კვირის ძირითადი მახასიათებელი იქნება და განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ვინაიდან ყოველდღე ქარის ინტენსივობა სულ უფრო და უფრო მოიმატებს, ხოლო დასავლეთით უკეთესი ამინდი იქნება.

ამასთან ერთად მოსალოდნელია, რომ ტემპერატურამ შედარებით დაიკლოს, აღარ დაფიქსირდება უკიდურესი სიცხე, ჰაერი მაქსიმუმ 35-36 გრადუსამდე გათბება, ცენტრალურ საბერძნეთში კი, 37 გრადუსამდე.

აუცილებელია, მოსახლეობამ ყურადღება მიაქციოს საკუთარ საქმიანობასაც, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ხანძარი ქარის გამო შესაძლოა მარტივად გავრცელდეს. როგორც ვასილის კიკილიასმა განაცხადა, პატიმრობა და მკაცრი ჯარიმები ელით მათაც, ვინც ხანძარს თუნდაც უნებლიედ გააჩენს.

onalem

ტესტ