fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ემიგრანტების ოჯახში: ხანძარში გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის დედა ალბანეთშია, მამა კი სამსახურში იმყოფებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი, რომელიც დღეს დილით თესალონიკში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ხანძრის გაჩენის შედეგად დაიღუპა, საბერძნეთში ემიგრაციაში მცხოვრები ოჯახის შვილია. ირკვევა, რომ მას მოძრაობის პრობლემები აქვს და ცეცხლის გაჩენის დროს სახლში უმცროს და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა (13 და 6 წლის ბავშვები).

მშობლები სახლში არ იყვნენ, ვინაიდან დედა ალბანეთში გუშინ გაემგზავრა, მამა კი სამსახურში იყო წასული. მათთან დროებით იმყოფებოდა დეიდა, რომელიც რამდენიმე წუთით გავიდა და 13 წლის გოგონამ მას მალევე შეატყობინა, რომ სახლში ხანძარი გაჩნდა. ქალი, ფაქტობრივად, ცეცხლში შევარდა საკუთარი დისშვილების გადასარჩენად და ორი მცირეწლოვანი გამოიყვანა, მესამე, 16 წლის ბიჭის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

ცნობილია, რომ ქალს თავის არე აქვს დამწვარი.

მეხანძრეებმა სახლში მოგვიანებით მიაკვლიეს 16 წლის მოზარდს, რომელიც უგუნოდ იყო და შემდეგ ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

onalem

ტესტ