fbpx
კრიმინალი

“ემიგრანტებს 15.000 ევროს ართმევდნენ და ყალბი პასპორტებით უზრუნველყოფნდნენ” – საბერძნეთის პოლიციამ კიდევ ერთი კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრა

საბერძნეთის პოლიციამ აქტიურად მოქმედი კრიმინალური ორგანიზაცია გაშიფრა, რომლის ხელმძღვანელიც ირანის მოქალაქეა და ათენში ღამის კლუბსა და სასტუმროს ფლობს. ამავე დროს ის ფლობს ბრიტანულ პასპორტს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულები არიან 36 წლის ირანელი მამაკაცი, მისი 25 წლის მეუღლე, იტალიური და ალბანური წარმოშობის, რომელსაც კრიმინალურ ორგანიზაციაში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა და კიდევ ერთი 34 წლის ირანელი მამაკაცი.

მათი აყვანა გუშინ, საღამოს საათებში, საბერძნეთის პოლიციის მიერ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად მოხდა.

ირკვევა, რომ აღნიშნული პირები აზიური ქვეყნებიდან მომავალ ემიგრანტებს საბერძნეთში შემოსვლაში ეხმარებოდნენ, შემდეგ კი სხვა ევროპულ ქვეყნებში აგზავნიდნენ, ყალბი საბუთებით. ყალბი პასპორტის ღირებულება ერთი ადამიანისთვის 15.000 ევრო იყო და ისინი მათ უსაფრთხო მგზავრობის გარანტიასაც კი აძლევდნენ.

პოლიციაში მათი მოქმედების შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად 26 ნოემბერს შევიდა, სადაც მითითებული იყო კონკრეტული მისამართი და გარკვეული დეტალები იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც ტრეფიკინგით იყვნენ დაკავებულები. სწორედ ამ ცნობების საფუძველზე გავიდა პოლიცია ირანელების კვალზე.

დაკავებულებს აღმოუჩინეს უამრავი ყალბი საბუთი, ფოტოები, რომლებიც პასპორტებისთვის იყო განკუთვნილი.

onalem

ტესტ