fbpx
საბერძნეთი

კიფსელზე მამაკაცი სახლიდან გამოვიდა და უმისამართო სროლა დაიწყო (კადრები)

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ კიფსელზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული, რათა 30 წლის მამაკაცი დაეკავებინათ.

ირკვევა, რომ ის თავისი საცხოვრებელი ბინიდან გამოვიდა და შუა ქუჩაში უმისამართო სროლა დაიწყო. საბედნიეროდ, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, გარეთ ხალხი, რომ ყოფილიყო, ძალიან ადვილად შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო.

პოლიციის ცნობით, დამნაშავე ალბანეთის მოქალაქეა, ის სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავეს და ატიკის მთავარ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ნახეთ კადრები ადგილიდან:

onalem

ტესტ