fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ვინც მე-3 დოზას არ მიიღებს, 7 თვეში აუცრელად ჩაითვლება – კანონი თებერვლიდან

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ ტელეკომპანია ΑΝΤ-თან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში 1 თებერვლიდან ახალი კანონი შედის ძალაში, რომელიც ვაქცინაციის სერთიფიკატებსა და მე-3 დოზის მიღებას ეხება.

კერძოდ, როგორც პლევრიმ განმარტა, ვინც მე-2 დოზის მიღებიდან 7 თვეში მე-3 დოზასაც არ მიიღებს, ავტომატურად აუცრელად ჩაითვლება და მისი ვაქცინაციის სერთიფიკატი გაუქმდება. ანუ მსგავს შემთხვევაში ადამიანი კარგავს ყველა იმ უფლებას, რასაც აღნიშნული დოკუმენტი აძლევდა (დახურულ სივრცეებში შესვლა და ა.შ.).

მინისტრმა დასძინა, რომ ევროპული სერთიფიკატი ძალაში იქნება 9 თვე და მოგზაურობა შესაძლებელი იქნება ამ ვადებში, მაგრამ უფლებრივად, საბერძნეთის ტერიტორიაზე, მოქალაქე ვეღარ ისარგებლებს მისით, თუ მეორე დოზის მიღებიდან 7 თვეში მესამედაც არ აიცრება.

აღნიშნული კანონი 1 თებერვლიდან შეეხება აბსოლუტურად ყველა ზრდასრულს, ასაკის განურჩევლად, ვინაიდან აქამდე მხოლოდ 60 წელს გადაცილებულებს ეხებოდათ.

onalem

ტესტ