fbpx
საბერძნეთი

“გავიგე, რომ ლამაზია, ციხეში კარგ დროს გაატარებს” – საბერძნეთის პოლიციელთა კავშირის უფროსის სკანდალური განცხადება

საბერძნეთის პოლიციის ოფიცერთა გაერთიანების უფროსმა, სტავროს ბალასკასმა ტელეკომპანია Ant-ზე სკანდალური განცხადებები გააკეთა. მისი სიტყვები ნამდვილად არ შეეფერებოდა მის თანამდებობას, მეორე მხივ კი საზოგადოებაში შოკი გამოიწვია.

საქმე ეხება პოლიციელს, რომელიც საკუთარი სამსახურის იარაღის გამოყენებით ქურდობებს ჩადიოდა. მან გაძარცვა 8 ბენზინგასამართი სადგური და კიოსკი აგია პარასკევის, ხალანდრის, ილიუპოლის და გალაცის ტერიტორიებზე, შედეგად კი 4.400 ევრო მოიპარა.

“ის ვერ მიაყენებს ჩრდილს საკუთარ 57.000 კოლეგას. არ შემიძლია გავიგო ფაქტი, რომ პოლიციელი ქურდია. მას არ შეუძლია ატაროს ფორმა, აიღოს სამუშაო იარაღი და საქურდლად წავიდეს. როცა ხარ ლამაზი და პოლიციელი, ციხეში კარგ დროს გაატარებ,” განაცხადა ბალასკასმა.

onalem

ტესტ