fbpx
კატეგორიის გარეშე

ალექსის ციპრამ მიცოტაკის მოუწოდა გასტროლებს & ექსკურსიებს მოუკლოს

დღეს, საბერძნეთის პარლამენტში დებატები გაიმართა მართველ პარტიასა და ოპოზიციის შორის. ალექსის ციპრამ საბერძნეთის პრემიერ მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკის მიმართა და ჰკითხა თუ სად არის ის “კარგადანაზღაურებადი სამსახურები ყველასთვის” რომელიც ხალხს წინასაარჩევნოდ დაპირდა. სად არის ის ინვესტიციები და უმუშევრობის კლება, რაც ხალხს დაპირდა.

ალექსის ციპრამ დაუმატა და თქვა რომ კირიაკოს მიცოტაკის ყოველ კვირაში სადღაც მიემგზავრება დასასვენებლად და მალე “Trip Advisor”-იდან (სამოგზაურო კომპანია)  გაიგებს ხალხი სიახლეებს მის შესახებ.

2020 წლის შობა-ახალ წელს ხალხმა 30%-ით ნაკლები დახარჯა ვიდრე წინა წლებში. “ეს კატასტროფული ციფრია ბატონო მიცოტაკი. ჩვენ წინა წლებში დავარიგეთ ერთჯერადი დახმარებები (ე.წ მერისმა), გავზარდეთ მინიმალური ხელფასი, შევქმენით სამუშაო ადგილები, გავეცით მეტი სოციალური დახმარება, დავამატეთ მეცამეტე პენსია.”  თქვა ალექსის ციპრამ.