fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ვისთვის არის ხვალიდან სავალდებულო ტვით-ტესტირების ჩატარება სამსახურში მისასვლელად

ხვალიდან, 19 აპრილიდან, საბერძნეთში თვით-ტესტირების ჩატარება სავალდებულოა რამდენიმე სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.

კერძოდ, სამსახურში გამოცხადებისას თანამშრომლებმა ყოველ კვირას უნდა წარმოადგინონ თვით-ტესტირების დამადასტურებელი ცნობები. აღნიშნული ეხებათ მათ, ვინც მუშაობს:

  • სარესტორნო სფეროში (კაფეები, ტავერნები, რესტორნები – რომლებიც ამჟამად მუშაობენ მიტანის ან წაღების სერვისით, ხოლო როცა გაიხსნებიან ეს ვალდებულება კვლავ ძალაში დარჩება).
  • კომერციულ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და სურსათის მაღაზიებში.
  • საფინანსო და სადაზღვევო კომპანიებში.
  • სატრანსპორტო კომპანიებში (როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო).
  • დასუფთავების სამსახურში.
  • სილამაზის სალონებში.
  • აზარტული თამაშების კომპანიებში.

ტესტი უნდა ჩატარდეს სამსახურში გამოცხადებამდე 24 საათით ადრე, ანუ სასურველია კვირის პირველ დღესვე. მაგალითად: თუკი ბანკის თანამშრომელი სამსახურში მიდის 23 აპრილს, ტესტი უნდა გაკეთდეს 22 აპრილს, ხოლო მისი გამეორების ვალდებულება აქვს 29 აპრილს.

*დამსაქმებელს არ აქვს უფლება სამსახურში მიიღოს თანამშრომელი, რომელსაც არ აქვს წარმოდგენილი თვით-ტესტირების შედეგი.

 

onalem

ტესტ