fbpx
კატეგორიის გარეშე

“შეუძლებელია, ხალიჩის ქვეშ ვმალავდეთ თურქეთთან უთანხმოებას” – ნიკოს დენდიას

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდია ანკარაში პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა მევლუთ ჩავუშოღლუს, Καθημερινή-ს პირველი ინტერვიუ მისცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეუძლებელია საბერძნეთი თავის პოზიციებს მალავდეს.

“მე ვერ ვხედავ თურქეთის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ვხედავ, რომ თურქული მხარე აზრს და პოზიციას არ იცვლის, რაც საერთაშორისო კანონს სცილდება. ეს პრობლემის გადაჭრას ხდის რთულს, მაგრამ არა შეუძლებელს.

არ შეიძლება ხალიჩის ქვეშ დავმალოთ ის საკითხები, რომლებსაც საბერძნეთი და თურქეთი სხვადასხვანაირად აღიქვამს და უდგება, ამის ნაცვლად უნდა გამოვიჩინოთ საჭირო ძალისხმევა. სწორედ ამის გამო ჩვენი კონტაქტები პოლიტიკურ დონეზე აუცილებლად გაგრძელდება. 

არ გამოვრიცხავ, რომ კირიაკოს მიცოტაკი და რეჯეფ-ტაიპ ერდოღანი სამომავლოდ ერთამანეთს შეხვდნენ. მე ჩემი კოლეგა და მეგობარი, მევლუთ ჩავუშოღლუ ათენში მოვიწვიე და ჩამოსვლის თარიღს ერთად დავგეგმავთ. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იქნება კარგი საფუძველი და მომზადება იმისთვის, რომ შემდეგ საბერძნეთის პრემიერი და თურქეთის პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ.”

onalem

ტესტ