fbpx
კატეგორიის გარეშე

ისრაელში 18 აპრილიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა

კოვიდ-19-ის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის გამო, 18 აპრილიდან ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 აპრილიდან ქვეყანაში ყველა სკოლა გაიხსნება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 5 341 887-მა მოქალაქემ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, 4 965 696 კი, უკვე ორივე დოზით არის აცრილი.

შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, საჯარო დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში მასშტაბურ შეკრებებზე პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა.

onalem

ტესტ