fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა კუნძულ კრეტაზე ქართველი პატიმრები მოინახულა

2021 წლის 16 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულმა, გალაქტიონ პაიჭაძემ და რეფერენტმა ზურაბ ვაჩეიშვილმა კუნძულ კრეტაზე, აგიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოინახულეს.

კონსული პატიმრებს გაესაუბრა, გაეცნო მათ პრობლემებს, საყოფაცხოვრებო პირობებს და დაჰპირდა შეძლებისდაგვარად დახმარებას.

სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელთან საუბრისას, კონსულმა აღნიშნა, რომ ჩვენი მოქალაქეების საყოფაცხოვრობო პირობები დამაკმაყოფილებელია და მხარეებმა გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკონსულოს მიერ მყისიერად მოხდეს რეაგირება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოქალაქეების პრობლემების გადასაწყვეტად.

onalem

ტესტ