fbpx
კატეგორიის გარეშე

“აღდგომა ზაფხულზე უნდა “გავცვალოთ”, დიდ ორშაბათს ახალი გადაწყვეტილებები მიიღება” – ახილეას გიგას

ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ახილეას გიგამ, რომელიც კრეტას უნივერსიტეტში მოღვაწეობს, მედიასთან აღდგომის პერიოდსა და საზაფხულო სეზონზე ისაუბრა, ვინაიდან ეს საკითხები საზოგადოებას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აინტერესებს.

“მიმდინარე ეპიდმდგომარეობა ჯერ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მასშტაბურ გახსნაზე ვისაუბროთ, თუმცა, პარალელურად, უნდა ვაღიარო, რომ მოსახლეობა უკვე უკიდურესად არის გადაღლილი. აქედან გამომდინარე, აღდგომის კვირის ორშაბათს მიიღება ახალი გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ხალხი სოფლების მიმართულებით წასვლას.

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ, ადამიანები, გეგმას ვადგენთ, ამ დროს ვირუსი იცინის. შესაძლებელია, რომ რეგიონებს შორის გადაადგილება დაშვებული გახდეს თუ ადრე არა, 14 მაისს მაინც, ტურისტული სეზონის გახსნიდან გამომდინარე.

ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ აღდგომა უნდა “გავცვალოთ” ზაფხულში. თუ გვინდა, რომ კარგი ზაფხული გვქონდეს, აღდგომა კვლავ სახლში, მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში უნდა გავატაროთ. 

მოველით, რომ აღდგომის კვირისთვის ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი განახევრდება,” აღნიშნა პროფესორმა.

onalem

ტესტ