fbpx
კატეგორიის გარეშე

უფასო შესვლა აკროპოლსა და აკროპოლის მუზეუმში – ნახეთ რიგები დღეს

დღეს, 18 აპრილს, მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, შესაბამისად, არქეოლოგიური ტერიტორიები საბერძნეთში ვიზიტორებს უფასოდ მასპინძლობდნენ.

აქედან გამომდინარე აკროპოლსა და აკროპოლის მუზეუმთან გრძელი რიგები შეიქმნა და აქამდე ცარიელი დიდებული მთა, კვლავ ხალხით გაივსო.

1983 წელს UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის 40-ე წლისთავის აღსანიშნად 18 აპრილი მსოფლიო ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღედ დააწესა.

ამ დღის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებისა და მოწყვლადობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებისა და მგრძნობელობის ამაღლებაა.

18 აპრილი მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციებით, გამოფენებით, ფოტოკონკურსებითექსკურსიებითკინოჩვენებებით და ა.შ. ICOMOS-მა 2016 წლის 18 აპრილის თემად სპორტის მემკვიდრეობა დაასახელა წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელიც ბრაზილიაში აგვისტოში გაიმართება.

მსოფლიო მემკვიდრეობის დღე საქართველოშიც აღინიშნება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარადგენს 2014-2015 წლის ანგარიშს. ასევე, გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 20-ე საუკუნის დასაწყისში შესრულებული სხვადასხვა ძეგლის ანაზომები.

onalem

ტესტ