fbpx
კატეგორიის გარეშე

სახლი, რომელშიც ბაბიმ კაროლაინი მოკლა, არაბმა მამაკაცმა იქირავა ისე, რომ არაფერი იცოდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ღლიკა ნერაში მდებარე სახლს, რომელშიც 20 წლის კაროლაინი საკუთარმა მეუღლემ სასტიკად მოკლა, ახალი მაცხოვრებელი ჰყავს. ირკვევა, რომ ის ახალგაზრდა არაბი მამაკაცია, რომელმაც სახლი ისე იქირავა, რომ მომხდარის შესახებ აბსოლუტურად არაფერი იცოდა.

როგორც უკე ცნობილია, გამოძიების დასრულების შედეგად, ბაბის ანაგნოსტოპულომ საკუთარი ნივთები სახლიდან გადააზიდინა და იქაურობა დაუყოვნებლივ დატოვა.

მეზობლები ტელეკომპანია Star-თან ამბობენ, რომ არაბმა მამაკაცმა მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა, როდესაც ბინას ქირაობდა და მხოლოდ მოგვიანებით გაიგო. მან ერთ-ერთ მეზობელს ისიც უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც შეიტყო მომხდარის შესახებ, ღამით დაძინება ძალიან უჭირს.

onalem

ტესტ