fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენში “საქართველოს დღეები” აღინიშნა

ათენში, საქართველოს საელჩოს კოორდინირებით,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ღალაცის მუნიციპალიტეტის ღია ამფითეატრში (ალსოს ვეიკუ) “საქართველოს დღეები” აღინიშნა, სადაც ჩართული იყო ათენის ქართული დიასპორის მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ჯგუფები.

აგრეთვე, მონაწილეობას იღებდნენ ადგრილობრივი ქართველი მცირე მეწარმეები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს და შესთავაზეს.

საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ არაერთ მსგავს ღონისძიებას საქართველოს ბანკი უჭერს მხარს, ვინაიდან საქართველოს წარმოჩენა, ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია, ეროვნული ფასეულობების და იდენტობის შენარჩუნება ორივე მხარის გაცხადებული პრიორიტეტია.

წარმოდგინენთ ფოტო მასალას ღონისძიებიდან: