fbpx
კატეგორიის გარეშე

მონიკა ბელუჩი ათენში – მსახიობი იროდიოზე მარია კალასს განასახიერებს

საბოლოო გადაწყვეტილებით, ცნობილი იტალიელი მსახიობი, მონიკა ბელუჩი, ათენში სექტემბერში ჩამოვა და იროდიოზე მარია კალასს, მე-20 საუკუნის ყველაზე ძლიერ სოპრანოს განასახიერებს.

არქეოლოგიურმა საბჭომ გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონიკა ბელუჩის საზოგადოება 21 სექტემბერს იხილავს.

იროდიოს საშემოდგომო პროგრამაში შედის მიკის თეოდორაკის სპექტაკლი “ლამაზი ქალაქი”. ბელუჩისთან ერთად დიდებულ სცენაზე იქნება ათენის სახელმწიფო ორკესტრი, რომელიც კლასიკურ როკს სიმფონიური მუსიკით გადაკვეთს.

კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ალკისტის პროტოფსალტის, მარინელა, სტავროს ქსარხაკოსი და ბოლოს, სოპრანო, სონია თეოდორიდუ საკის რუვასთან ერთად.

საშემოდგომო პროგრამა სულ 21 კონცერტს მოიცავს, ვინაიდან კორონავირუსის გამო, მათი რიცხვის შემცირების აუცილებლობა გაჩნდა და 30-დან 21 მათგანი დამტკიცდა.

onalem

ტესტ