fbpx
საბერძნეთი

დღესაც საგაზაფხულო ამინდი 29 გრადუსით საბერძნეთში – ოქტომბრის მიწურულს უჩვეულოდ თბილა

დღეს, 23 ოქტომბერს, საბერძნეთში კვლავ უჩვეულოდ თბილა და იმაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ვიდრე სეზონისთვის არის დამახასიათებელი.

დღეს უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, მცირე ღრუბლიანობაა ნავარაუდევი მხოლოდ დასავლეთ საბერძნეთში. ატმოსფერული მასების მომოქცევა ხელს შეუწყობს აფრიკიდან მტვერის გადმოტანას და დილისა და საღამოს საათებში ხილვადობა შედარებით შეზღუდული იქნება.

ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში 13-დან 27 გრადუსამდე იქნება, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში 16-დან 28 გრადუსამდე, დასავლეთ საბერძნეთში 15-დან 28 გრადუსამდე, კიკლადესის კუნძულებზე 15-დან 28 გრადუსამდე, კრეტაზე 29 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 31 გრადუსი გვექნება, ხოლო დოდეკანესის კუნძულებზე 28 გრადუსი.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია 28 გრადუსი, თესალონიკში 25 გრადუსი, თესალიაში 27 გრადუსი.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, მომდევნო დღეებში ტემპერატურა სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნდება და ოქტომბრის თვეს თბილი ამინდებით დავემშვიდობებით.

onalem

ტესტ