fbpx
საბერძნეთი

უფასო დასვენება საბერძნეთის მთავრობისგან: როდის იხსნება სისტემა განაცხადის გასაკეთებლად

“სოციალური ტურიზმი” – საბერძნეთში ეს პროგრამა წელსაც მოქმედებს და როგორც ირკვევა, სისტემა განაცხადების გასაკეთებლად რამდენიმე დღეში, ივნისიდან გაიხსნება.

საუბარია პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბერძნეთის მთავრობა, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, რამდენიმე დღის მანძილზე უფასო დასვენებას გთავაზობთ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის დაფარავს ხარჯების უდიდეს ნაწილს, რაშიც იგულისხმება როგორც კუნძულზე ყოფნა, ასევე, ფასდაკლება გასამგზავრებელ ბილეთებზე.

შესაძლოა განაცხადი დაგიკმაყოფილდეთ და მოგეცეთ საშუალება 6-დან 10 დღემდე დაისვენოთ კუნძულებზე: ხიოს, ლესვოს, ლეროს, სამოს, კოს, ასევე, ევროს.

კრიტერიუმების გასაცნობად და იმის გასაგებად, თქვენი შემოსავლებისა და სამუშაო ისტორიის მიხედვით რამდენად აკმაყოფილებთ მათ, დაუკავშირდით თქვენს ბუღალტერს, ვინაიდან პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც დასაქმებულებს, ასევე უმუშევრებს, რომლებიც ΟΑΕΔ-ში არიან რეგისტრირებულნი.

onalem

ტესტ