fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სრული სიბნელე ხვალ საბერძნეთში – რატომ?!

ხვალ, 30 მარტს, მსოფლიოს ქვეყნები დედამიწის საათს აღნიშნავენ. რას ნიშნავს ეს?! იმას, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მდებარე ყველაზე დიდ ქალაქებში სრული სიბნელე დაისადგურებს და გამონსაკლისი არც საბერძნეთია. ინიციატივა, რომელიც უკვე წლებია აქტიურია, გულისხმობს სინათლის ჩაქრობას საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე.

ხვალ პარიზში, ჰონგ კონგში, კრემლში, ათენში, კანადაში, სიდნეიში ჩაქვრება ისეთი ღირშესანიშნაობები, როგორებიცაა აკროპოლი, ნიაგარას ჩანჩქერი, ბურჯ ხალიფა, ოპერის თეატრი, სხვადასხვა ცათამბრჯენები, ეიფელის კოშკი და ა.შ.

აღნიშნული ქმედება ხელს შეუწყობს დედამიწაზე ზრუნვას და ისეთი პროცესების შემსუბუქებას, რომელიც პირდაპირ ახდენს ნეგატიურ გავლენას ჩვენს ყოველღიურ ცხოვრებაში.

ცხადია, თითოეული სახელმწიფოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ერთი საათით სახლში გათიშონ ყველანაირი მოწყობილობა, რომელიც დენს წვავს.

onalem

ტესტ