fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“დამირეკეს და მითხრეს, შეხედე, რა აცვია, ეს დიდი შეცდომა იყო” – საჯარო ბოდიში ვიკი ხაძივასილიუს

ბერძენი დიზაინერი, ვასილის ზულიასი, მას შემდეგ, რაც ვიკი ხაძივასილიუ საჯაროდ გააკრიტიკა ,მოკლე კაბის სტუდიაში ჩაცმის გამო, ასევე საჯაროდ უხდის ტელეწამყვანს ბოდიშს და ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან იმპულსური ნაბიჯი იყო.

“ეს იმპულსური ნაბიჯი იყო. რაც გავაკეთე, დიდი შეცდომა იყო. დამირეკეს და მითხრეს: “შეხედე რა აცვია.” ვიკი ხაძივასილიუს ინსტაგრამის საშუალებით დავუკავშირდი. ჩემი საქმე განსჯა არ არის. მეგობრული ურთიერთობა რომ გვქონდეს, მას ტელეფონზე დავურეკავდი, მაგრამ არ გვაქვს. მე არასოდეს ვნანობ იმას, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებ, მაგრამ მას ბოდიშს ვუხდი და საჯაროდაც ვიხდი. არ იყო საჭირო ამის გაკეთება,” განაცხადა ზულიასმა.

onalem

ტესტ