fbpx
საბერძნეთი

გადაადგილების აკრძალვა საბერძნეთში: SMS და ფურცლების შემოწმებები დაიწყო!

დღეს დილის 06:00 საათიდან საბერძნეთში გადაადგილება ოფიციალურად აიკრძალა. პოლიციის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს და ამოწმებენ ქუჩაში მოსიარულე ხალხს და მათი გადაადგილების მიზეზებს, სთხოვენ მათ ან SMS ან ფურცელს, რომელზეც კონკრეტული მიზეზი აქვთ მითითებული.

შეგახსენებთ, რომ თუკი გარეთ SMS გაგზავნის ან სპეციალური ქაღალდის გარეშე გახვალთ, შემოწმების შემთხვევაში 150 ევროთი დაგაჯარიმებენ.

ფორმის ჩამოტვირთვა და ამობეჭდვა შესაძლებელია საიტიდან  forma.gov.gr.თუკი ამობეჭდვის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ თავად დაწეროთ ცარიელ თაბახის ფურცელზე (A4) გადაადგილების მიზეზი, მისამართი, დაბადების თარიღი, სახელი და გვარი. ბოლოში კი საჭიროა თქვენი ხელმოწერა.

მანქანაში არ უნდა იჯდეს ორ ადამიანზე მეტი.

შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური უფასო ნომრით 13033, რომელზეც სახლიდან გასვლის თითოეულ შემთხვევაში გააგზავნით შეტყობინებას შემდეგნაირად: აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს შემგედი ნუმერაციის მიხედვით 1 – აფთიაქი, ექიმი; 2 – საპროდუქტო მაღაზიები; 3 – ბანკი (თუ არ არის ელექტრონული მომსახურების საშუალება); 4 – სხვის დასახმარებლად; 5 – განქორწინებული მშობლები შვილების მონახულება; 6 – ვარჯიში; აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს, გამოტოვებთ ადგილს, შემდეგ აკრეფთ სახელს, გვარს, საცხოვრებელ მისამართს და გააგზავნით ნომერზე 13033.

აღნიშნულ ფურცელთან ერთად თან უნდა გვქონდეს პასპორტი ან პირადობის მოწმობა, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ქუჩაში მოხდეს ჩვენი შემოწმება.

იხილეთ კადრები, თუ როგორ ხდება საბერძნეთში ხალხის შემოწმება:

onalem

ტესტ