fbpx
საბერძნეთი

ვაქცინის მოწინააღმდეგეებმა სკოლიდან დირექტორი გაიტაცეს და ხელბორკილებით პოლიციაში მიიყვანეს

უპრეცენდენტო შემთხვევა პიერიაში მოხდა. დაახლოებით 5 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, ე.წ. “კონსტიტუციის დამცველებმა”, ერთ-ერთი საშუალო სკოლის დირექტორი, პირდაპირი გაგებით, გაიტაცა.

ეს ყველაფერი მასწავლებლებისა და მშობლების თვალწინ მოხდა, თითოეული გაოგნებული უყურებდა სცენას და არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ადგილობრივი მერი აცხადებს, რომ დირექტორი შოკურ მდგომარეობაშია, ვინაიდან მას, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ, ხელბორკილები დაადეს, შემდეგ მანქანაში იძულებით ჩასვეს და წაიყვანეს. მან თავიდან არც კი იცოდა, სად მიჰყავდათ, თუმცა, საბოლოოდ პოლიციის განყოფილებაში მოხვდნენ.

ადგილზე მისვლის შემდეგ პოლიციამ თავად თავდამსხმელები დააკავა, თავიანთი ქმედებების მიზეზად კი, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ასახელებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის და შემზღუდველი ზომების მოწინააღმდეგეები არიან, უარს აცხადებენ იმ წესების დაცვაზეც, რომლებიც სკოლაში არსებობს.

onalem

ტესტ