fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 29 წლის გოგოს მკვლელობა და მისი ქმრის ტყუილი, რომელსაც ფარდა საავადმყოფოში აეხადა

ალექსანდრუპოლში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა, რომელიც საავადმყოფოში საკუთარმა მეუღლემ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა, საბოლოოდ მისივე ნაცემი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მიუხედავად რამდენიმე ოპერაციისა, 29 წლის ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მამაკაცის ტყუილსა და მკვლელობას ფარდა მას შემდეგ აეხადა, რაც ექიმებს უთხრა, რომ მიღებული დაზიანებები მას კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად ჰქონდა, თუმცა, ეს მიზეზი მის მდგომარეობას და ჭრილობებს არანაირად არ მიესადაგებოდა. ის სასტიკად იყო ნაცემი.

ირკვევა, რომ 29 წლის ქალს 4 ოპერაცა ჩაუტარდა, მას გახეთქილი ჰქონდა ელენთა და ღვიძლი, ამასთანავე დაუდასტურდა კორონავირუსი და კოვიდ-განყოფილებაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, 5 დღეში გარდაიცვალა, რადგან მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

მამაკაცი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია, ხოლო გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად დაგეგმილია ექსპერტიზა.

 

onalem

ტესტ