fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალბატონი, რომლის გაძარცვასაც ცდილობდნენ და თაღლითები თვითონ დატოვა მოატყუებულები

ტელეკომპანია Mega-ზე, ახალი ამბების ეთერში გავიცანით ბერძენი ქალბატონი, ევგენია ცარუხა, რომლის მოტყუებასაც თაღლითები ცნობილი მეთოდით ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ისინი დარჩნენ მოტყუებულები.

ქ-ნ ევგენიას საზღვარგარეთის ნომრით დაუკავშირდა ორი ადამიანი, ერთი მისი ქალიშვილის როლს ასრულებდა, მეორე კი მისი ექიმის, რომელიც ამბობდა, რომ მისი შვილი სერიოზულად დაშავდა და რომ სიარულს ვეღარ შეძლებდა, თუ ქირურგიულ ოპერაციას არ ჩაიტარებდა. ცხადია, ამაში დიდ თანხებს სთხოვდნენ.

ქალი მათ მაშინვე მიუხვდა თაღლითურ გეგმას და თავად გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფერში აჰყოლოდა, ფაქტობრივად, ვაჭრობა დაუწყო და ისე ესაუბრებოდა, თითქოს, თანახმა იყო ყველაფერზე, რასაც ეუბნებოდნენ.

ყველაზე სახალისო ის არის, რომ ქალი, რომელიც მისი შვილის როლს ასრულებდა, ტელეფონში ტიროდა, ქ-ნ ევგენია კი მას ამშვიდებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რასაც ექიმი ურჩევდა.

საბოლოოდ, მათი საუბარი მისთვის დანაკარგის გარეშე დასრულდა და როგორც ქ-ნ ევგენია ამბობს, კარგად იხალისა.

onalem

ტესტ