fbpx
საბერძნეთი

ორშაბათიდან! ვისი სერთიფიკატი უქმდება, თუ მე-3 დოზა არ მიიღეს

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი აცხადებს, რომ ორშაბათიდან, 13 დეკემბრიდან, საზოგადოების კონკრეტული აცრილი ნაწილი კვლავ აუცრელად ჩაითვლება, თუ მეორედ აცრიდან 7 თვეა გასული და მე-3 დოზას არ მიიღებს.

კერძოდ, საუბარია 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებზე, რომელთაც მიუხედავად იმისა, რომ მიღებული აქვთ ორივე დოზა, მაინც გაუუქმდებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, თუ მესამედაც არ აიცრებიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე დოზის მიღებიდან გასულია 7 თვე.

ცხადია, ამ ასაკის ადამიანებს 16 იანვრიდან დაეკისრებათ ადმინისტრაციული ჯარიმებიც, თუ მანამდე 1-ელ დოზას მაინც არ მიიღებენ. იანვარში ეს ჯარიმა 50€ იქნება, ხოლო ყოველი შემდეგი თვე 100 ევროთი განისაზღვრება.

არსებული ცნობებით, ჯარიმებიდან შეგროვებული თანხა სპეციალურ ფონდში გადაირიცხება და ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება.

onalem

ტესტ