fbpx
კრიმინალი

დანიიდან ჩამოვიდა, რომ დედის პარტნიორი მოეკლა, ამბობს, რომ ქალის ფულს “ჭამდა” – ოჯახური ტრაგედიის დეტალები

გლიფადაში დღეს დილით მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. როგორც უკვე ცნობილია, 51 წლის მამაკაცმა საკუთარი დედის პარტნიორი იმსხვერპლა.

დამნაშავე დანიაში ცხოვრობდა და ზუსტად ორი თვის წინ დაბრუნდა სამშობლოში სწორედ იმ მიზნით, რომ 66 წლის მამაკაცი მოეკლა. მას არასოდეს მოსწონდა დედის ამ ადამიანთან ურთიერთობა, რადგან როგორც ამბობს, მის ფულს “ჭამდა”. საკუთარ დაბრუნებაზე კი ამბობს, რომ ჩამოვიდა, რათა “ანგარიშები გაესწორებინა”.

მკვლელობა დიდი, სპეციალური სამხედრო დანიშნულების დანით ჩაიდინა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.

ოფიცრები ამბობენ, რომ დანაშაული დიდი სისასტიკით არის ჩადენილი, ვინაიდან მსხვერპლს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული.

ადგილობრივები გარდაცვლილს კარგად ახასიათებენ, ამბობენ, რომ მაღაზიაში, სადაც მუშაობდა, მათ ბევრჯერ მომსახურებია და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილება ჰქონდათ.

onalem

ტესტ