fbpx
საბერძნეთი

10-დან 4 ბერძენს “თვალის ცემის” სჯერა – რამდენად მაღალია ცრუმორწმუნეობის მაჩვენებელი საბერძნეთში?!

საბერძნეთში, როგორც ჩანს, ადამიანების უმრავლესობა საკმაოდ “ფრთხილია”, რადგან კვლევის შედეგად, რომელიც ბოლოს ჩატარდა, მათ სჯერათ “თვალის ცემის” და ასევე იმის, რომ ადამიანებს შეუძლიათ “წყევლის გაგზავნა ან ჯადოს გაკეთება, რის შედეგადაც ადამიანებს ცუდი რამ ემართებათ”.

მეცნიერულმა კვლევამ, რომელიც არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა, აჩვენა, რომ ცრუმორწმუნეობა გავრცელებულია მთელ  მსოფლიოში, თუმცა, მისი “ხარისხი” განსხვავდება დაბადების ადგილისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

როგორც ჩანს, საბერძნეთში პროცენტული მაჩვენებელი შედარებით მაღალია, ვინაიდან ქვეყანაში 10-დან 4 ადამიანს სჯერა “თვალის ცემის” და ჯადოს გაკეთების.

ქვეყნიდან ქვეყანაში ფიქსირდება საკმაოდ დიდი განსხვავებები, მაგალითად: ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო დაბალია ევროპის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში. შვედების 9%-ს სჯერა ცრურწმენების, ხოლო ტუნისში იგივე მაჩვენებლი 90%-ს უდრის.

ზოგადი მონაცემებით, მთელ პლანეტაზე მინიმუმ 1 მილიარდი ადამიანია ცრუმორწმუნე, ეს ინფორმაცია შეგროვებულია 95 ქვეყნიდან. საბერძნეთი ერთ-ერთი ლიდერია იმ ქვეყნების სიაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია ცრუ რწმენების ძლიერი გავლენის ქვეშ.

onalem

ტესტ