fbpx
საბერძნეთი

დრამატული კადრები ლაგონისიდან – ხანძართან ბრძოლაში ერთვებიან საბერძნეთის შეიარაღებული ძალები

ლაგონისიდან დრამატული კადრები ვრცელდება – როგორც მედია იუწყება, დაიწვა ცხოველების თავშესაფარი, გადაარჩინეს მხოლოდ 7 ძაღლი და 1 კატა, სხვების ბედი უცნობია.

პარალელურად, სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ძლიერი ხანძარია ლუტრაკშიც, სადაც სახლებიც იწვის და მოსახლეობას კორინთოსკენ გადაადგილებისკენ მოუწოდებენ.

ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ ხანძრებთან ბრძოლაში  საბერძნეთის შეიარაღებული ძალები ჩაერთვნენ, ისინი ითანამშრომლებენ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამინისტროსთან საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მოსაგვარებლად და ხანძრის ფრონტებზე უკვე გაგზავნილია ჯგუფები. სახანძრო სამსახურები და ჯარისკაცები მუდმივ კომუნიკაციაში არიან იმისთვის, რომ ზუსტად მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ სად და როდის იქნება მათი ჩარევა საჭირო.

ვითარებას სულ უფრო და უფრო ართულებს ძლიერი ქარი, ამ დრომდე რამდენიმე დასახლების ევაკუაცია განხორციელდა.

onalem

ტესტ