fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ჯარიმა 6.000-დან 12.000 ევრომდე – საბერძნეთმა ორი უცხოელი დაადეპორტა

ბერძნული მედია ორი დეპორტირებული უცხოელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, საბერძნეთმა მათი ქვეყნიდან გაძევების პროცედურა ახლახანს დაასრულა და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა.

ამ დროისთვის მათი ეროვნების შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა, პოლიცია ადასტურებს, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში დააბრუნეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ არალეგალურად იმყოფებოდნენ საბერძნეთში, არამედ პარალელურად, თითოეულ მათგანს 4-6 დანაშაული აქვს ჩადენილი, რის გამოც, 29 წლის უცხოელს 14 თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პარალელურად კი 12.000 ევროიანი ჯარიმა დააკისრეს.

ხოლო რაც შეეხება 45 წლის უცხოელს, მას საბერძნეთში 6 თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პარალელურად კი ჯარიმა, 6.000 ევრო.

ბოლო პერიოდში საბერძნეთის ხელისუფლება არალეგალი, კრიმინალი უცხოელების დეპორტაციას აქტიურად აწარმოებს.

onalem

ტესტ