fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კარანტინიდან გამოსვლის ფაზები – მაღაზიების გახსნა 22 მარტიდან და SMS, 3 საათიანი ვადით

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა პარლამენტში გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადა, რომ 22-დან 29 მარტამდე საცალო ვაჭრობა მთლიანად გაიხსნება.

გეორგიადისის თქმით, არ იმოქმედებს Click Away-ს მეთოდი, მაგრამ მხოლოდ ახალი SMS კოდი, 7, რომელსაც გავაგზავნით 13032-ზე და ძალაში იქნება გაგზავნიდან 3 საათის მანძილზე. აღნიშნული SMS-ით სარგებლობა შესაძლებელი იქნება დღეში მხოლოდ ერთხელ.

ამავე დროს, აპრილის შუა რიცხვებში მუშაობა უნდა დაიწყონ იმ კაფეებმა და ტავერნებმა, რომლებსაც მაგიდები გარე ტერიტორიაზე უწყვიათ, ხოლო მაისში დანარჩენების გახსნაც მოსალოდნელია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განვითარების სამინისტროში აზრი ორად იყოფა, ერთი ნაწილი მხარს უჭერს 22 მარტს click away-ს ამუშავებას, ხოლო შემდეგ, 29 მარტს, კლიენტების დაშვებას შიგნითა ტერიტორიაზე, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პირდაპირ ჩვეულ რეჟიმში გახსნა, თუმცა, კლიენტთა რაოდენობა უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული.

 

onalem

ტესტ